რუკის ძირითადი ფოკუსი მიმართულია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე, ეგეოსის ზღვის, ანატოლიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე.
შავი ზღვის (PONTVS EVXINVS) აღმოსავლეთით დატანილია ქართული სახელმწიფოები: კოლხეთი (COLCHIS) და იბერია (IBERIA). იბერიის აღმოსავლეთით წარმოდგენილია ალბანეთი (ALBANIA), ხოლო სამხრეთით - სომხეთი (ARMENIA).
რუკაზე ასევე აღნიშნულია: გონიო (Apsorrus), ფაზისი (Phasis), სოხუმი (Dioscuria, Sebastopolis), ბიჭვინთა (Pityits) და არმაზციხე (Artanissa).